ვინ ვართ ჩვენ:
ჩვენ ვართ ომში დაბადებულები. საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოში მოყვა ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. შეიძლება სროლები მუდმივად არ მიდის, მაგრამ როცა ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსი ღორების მიერაა ოკუპირებული, ჩვენებს იტაცებენ, კლავენ და ჩვენი ქვეყნის საბოტაჟს ყველა დონეზე ცდილობენ შენს გონებაში შემოძრომის თუ ხელისუფლების გატაცების გზით – შენ ხარ ომში.
ჩვენ ვართ მებრძოლი სულის ქართველები, რომლებიც მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გზით ვიბრძოლოთ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს მოპოვებული, მაგრამ აუცილებლად მოვიპოვებთ. თუ დღევანდელ რეალობაში საკუთარ თავს ამ მხარეზე ხედავ, მაშინ ჩვენიანი ხარ.
ჩვენი მისია:
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა თუ ყველაზე მეტად რისი დეფიციტი იქმნება კრიზისული სიტუაციებისას (განსაკუთრებით თუ ეს კრიზისი გრძელვადიანია). ჩვენი მისიაა პირველ რიგში დეფიციტური ან არარსებული აღჭურვილობის შემოტანა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იმისთვის რომ შენც მზად იყო და ჩვენც შევძლოთ ისეთი მარაგის შექმნა რომ კრიზისული ვითარების შემთხვევაში მინიმუმ ასეულის დონის დანაყოფი ავღჭურვოთ იდეალურად. ვორბორნი არის მუდმივად განვითარებადი საქმე, რომლისგანაც იხილავთ ნამდვილ იარაღებს, სასროლეთს თუ სხვადასხვა ჯგუფურ/ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამებს.
ჩვენი ხედვა:
ისტორიულად ეს რეგიონი წყნარი არასდროს ყოფილა. ბრძოლები იყო 2004 წელსაც, 1991-1993 წლებშიც, 1918-1924 წლებში კი სროლები პრაქტიკულად არც გაჩერებულა. ისტორია გვეუბნება რომ დამოუკიდებელი საქართველო ბრძოლის გარეშე არ არსებობს, ამიტომაც რაც 2008 წელს მოხდა თავისუფლად შეიძლება გამეორდეს. ამ მოცემულობაში შეგვიძლია იმედი გვქონდეს რომ მეტი ბრძოლა აღარ დაგვჭირდება, მაგრამ ფსონის მშვიდობაზე დადება სარისკო იქნება.
თუ ჩვენნაირი ხარ, ესეიგი ბრძოლის საჭიროებისას იბრძოლებ. თუმცა ცხადია რომ კომისარიატის მოწოდებული ავტომატის იმედზე ვერ იქნები – იდეალური მდგომარეობის იარაღიც რომ შეგხვდეს, ინდივიდუალური აღჭურვილობიდან ბევრი რამე არ გექნება და რომც გქონდეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი ხანდახან გაივლის ამ აღჭურვილობის პროფესიონალურ გამოყენებაზე. ამიტომ, დღესდღეობით სულ რომ არ გჭირდებოდეს არც ერთი ნივთი რასაც ჩვენს საიტზე ხედავ, რაღაც მაინც გააყოლე ხელს და გაერთე, შეისწავლე და გასპორტულდი უფრო მეტად. საერთოდ რომც აღარასდროს შეიქმნას არანაირი კრიზისული სიტუაცია, შენ თვითონ იგრძნობ თავს უფრო ბედნიერად! აქ შენი ყოველი დახარჯული ლარი საქართველოს სამოაქლაქო თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და ამ სფეროში ხალხის დასაქმებას ხმარდება.
შ.პ.ს. დარმა
ს/კ: 405484006