თუ შენ შეუკვეთავ 00:00-14:00 შუალედში, მაშინ შენაძენი მოგეწოდება იმავე დღეს, ჩვენივე კურიერის საშუალებით.
წინასწარ დაკავშირების გარეშე პირდაპირ მისამართზე არ მოვდივართ. კურიერი დაგიკავშირდება 13:00-14:00 შუალედში რომ შეთანხმდეთ მოწოდების ზუსტ დროზე/ადგილზე და იყოთ კოორდინაციაში. აუცილებელი არ არის რომ დღის განმავლობაში იმ მისამართზე დარჩე საიდანაც უკვეთავ. შეგიძლია თავისუფლად იმოძრავო ქალაქში და მისამართის გრაფაშიც ჩაწერო რომ ქალაქში მოძრაობ. წინასწარი კომუნიკაცია გვაძლევს იმის საშუალებას რომ მოქნილები ვიყოთ ამ კუთხით.
 თუ შეუკვეთავ 14:00-ის შემდეგ (მაგალითად 15:30-ზე), მოწოდება მოხდება შემდეგ დღეს. თუ 14:00-ს გადაცდა, ნუ დაელოდები შემდეგ დღეს შესაკვეთად რადგან რეალურად აზრი არ აქვს დღეს უკვეთავ 14:00-ის შემდეგ თუ ხვალ შეუკვეთავ 14:00-მდე. 
თბილისის გარეთ მიწოდებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანია იზიბოქსი. მიწოდებას დიდ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი) სჭირდება 3 სამუშაო დღე. პატარა ქალაქებში (დუშეთი, ახმეტა, ა.შ.) სჭირდება 3-დან 5 სამუშაო დღემდე. სოფლებში მიწოდებას სჭირდება 1-დან 2 კვირამდე (შეიძლება მოგეწოდოთ 1 კვირაზე მალე).
შაბათი და კვირა სამუშაო დღეებში არ ითვლება (ამ დღეებში არ ვისვენებთ ჩვენ, მაგრამ ისვენებს იზიბოქსი). 
როგორც თბილისში, ასევე თბილისის გარეთ, კურიერი პირდაპირ მისამართზე არ მოდის წინასწარი კომუნიკაციის გარეშე. დაგიკავშირდებიან და  იქნებით კოორდინაციაში. 
თუ თანხის ონლაინ გადახდის სურვილი ან საშუალება არ გაქვს, ნაღდი ანგარიშსწორება შეგიძლია იზიბოქსის კურიერთან ნივთის მიღებისას.