•    პარტნიორობა პროდუქციაზე
   თუ გაქვს შენი საკუთარი მაღაზია ან დახლი სადაც გსურს რომ ჩვენი პროდუქცია იყიდებოდეს, ჩვენ მოხარულები ვიქნებით რომ ვიყოთ შენი მომწოდებელი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ სახის პროდუქციის ხელმისაწვდომობა რაც შეიძლება ბევრგან, ამიტომ ძალიან გაგვიხარდება შენი შეთავაზების მიღება. 
   მოგვწერე მეილი ელექტრონულ მისამართზე support@warborn.ge, გვკითხე შენთვის საინტერესო ნებისმიერი დეტალი და ასევე გვითხარი: 
  1. სად აპირებ ჩვენი პროდუქციის განთავსებას
  2. რა მოცულობის შეკვეთის გაკეთება გსურს
  3. შენი იურიდიული სტატუსი (შპს, ინდმეწარმე თუ ფიზიკური პირი)
   შემდეგ დაგველოდე და ჩვენც მალე გიპასუხებთ სპეციალური შეთავაზებით სადაც გეტყვით თუ რა სპეც. ფასები შეგვიძლია შემოგთავაზოთ და გავცემთ პასუხს შენს დამატებით კითხვას. 
 
  •  პარტნიორობა ნებისმიერ სხვა საკითხზე
   ჩვენ განვიხილავთ პარტნიორობასაც ისეთ საკითხებზე, რაც კავშირში არ არის კომერციასთან. ამიტომ ვინც არ უნდა იყო და რანაირი იდეაც არ უნდა გქონდეს, არ მოგერიდოს ჩვენთვის მეილის მოწერა support@warborn.ge-ზე. ჩვენ განვიხილავთ შენს წინადადებას და ვეცდებით რომ მაქსიმალურად მალე გიპასუხოთ.