• ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ომში დაბადებულები. დეტალური ინფორმაცის ჩვენზე შეგიძლია იხილო აქ: ჩვენს შესახებ („ჩვენს შესახებ“ იქნება ლინკი რომელიც გადაიყვანს „ჩვენს შესახებ“ გვერდზე“
 
  • რა ინფო გვჭირდება შენგან
შეკვეთის განთავსებისას შენი საკონტაქტო ინფორმაციიდან აუცილებლად გვჭირდება მხოლოდ ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაგიკავშირდებით რომ ზუსტ დროსა და ადგილზე შევთანხმდეთ შეკვეთის ჩასაბარებლად. 
  • ვინახავთ თუ არა შენს ინფოს
ჩვენ ვინახავთ შენს ტელეფონის ნომერს და შეკვეთის ნომერს რათა შევძლოთ შენი იდენტიფიცირება იმ შემთხვევისთვის თუ დაგჭირდა საგარანტიო პირობებით სარგებლობა. შეგიძლია მოითხოვო რომ ყოველგვარი ინფო წავშალოთ, თუმცა ეს გამოიწვევს გარანტიის გაუქმებასაც იმ შემთხვევაში თუ შენს პროდუქტებს ეკუთვნის გარანტია.
  • გადავცემთ თუ არა პერსონალურ მონაცემებს გარეშე პირებს
კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მარკეტინგული თუ სხვა მიზნებით ჩვენი მომხმარებლების მონაცემების ვინმესთვის გადაცემას. ამიტომ შეგიძლია თავდაჯერებული იყო რომ ჩვენთან შენაძენის გაკეთების შემდეგ არც უფრო მეტი სარეკლამო მესიჯი მოგივა და არც ვინმე გაიგებს თუ რა ეკიპირება შეიძინე.
  • ვაწარმოებთ თუ არა იმეილ მარკეტინგს
ჩვენს სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე იმეილზე, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ნებით გახდები ჩვენი სიალხეების ეპიცენტრში ყოფნის მსურველი. რათქმაუნდა იმეილების მიღებაზე უარის თქმა შეგიძლია ნებისმიერ დროს. 
 
შ.პ.ს. დარმა
ს/კ: 405484006