აქტიური ყურსასმენი

159.00

თუ არ გინდა რომ ბრძოლაში ჩართვა პირველი გასროლიდანვე ინანო და გამარჯვების სიხარული ყურების ფეთქვამ არ დაგიჩრდილოს, მაშინ აქტიური ყურსასმენი უეჭველად გჭირდება. მაგრდება ჩაფხუტზეც.

მარაგშია:1 საწყობშია

აღწერა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული Impact Sport აქტიური ყურსასმენი. ეს ყურსასმენი ახშობს იარაღის გასროლის ხმას, ხოლო დაბალი სიხშირის ხმებს პირიქით ზრდის.

ავხსნით მაქსიმალურად მარტივად: არც ერთ დოკუმენტურ კადრში იარაღის გასროლის ხმა არ არის ისეთი როგორც სინამდვილეში. რეალურად ეს ხმა არის იმდენად მაღალი დეციბელის, რომ ვერც ერთი მიკროფონი მას ვერ იწერს ისეთად როგორიც არის.
ჩვენ კი სროლისას ზუსტად ისე გვესმის ეს ხმა როგორიც არის, ეს კი იწვევს სმენის მომენტალურ დაქვეითებას და წუილს. ამ დროს ჩვენ აღარ გვესმის ჩვენთან ახლოს მყოფი მებრძოლების ლაპარაკი თუ ყვირილი და ვკარგავთ სიტუაციურ კონტროლს.
ეს ყურსასმენი არამხოლოდ ახშობს იარაღის ხმას, არამედ ასევე ზრდის ჩვენი თანამებრძოლების ლაპარაკის თუ შორს მყოფი ტექნიკის გადაადგილების ხმას. აქედან გამომდინარე სროლა აღარ არის დისკომფორტული და სიტუაციაზეც გვაქვს კონტროლი.

მომენტალური სმენის დაქვეითების გარდა, ბრძოლაში დაუცველი ყურებით ყოფნა იწვევს ტინიტუსს. ეს არის უკურნებელი დაავადება, როცა შენთვის სიჩუმე უბრალოდ აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ წუილი. ამ დაავადებისას თუ არ ხარ ხმაურიან ადგილზე ან რაღაც მაინც ხმას არ გამოსცემს, გესმის წუილი, რაც იმდენად შემაწუხებელია რომ ზოგს ამის გამო თავიც მოუკლავს.
გარდა ამისა, მომენტალური მაღალი სიხშირის დარტყმები იწვევს კანტუზიას.
სწორედ ამისგან დაგიცავს ეს ყურსასმენი.

მაგრდება ჩაფხუტზეც და უყენდება მიკროფონიც.