ფაუერ ბანკი მზის პანელით 2

159.00

ჯარისკაცზე მეტად კომფორტს ალბათ არავინ აფასებს. მოლაშქრე რომ წელიწადში რამდენჯერმე გადის ველზე და უხარია, ჩვენ ყელში გვაქვს ამოსული მაგრამ გასვლა-დარჩენას არავინ გვეკითხება. ერთი რაც დაგვრჩენია – ჩვენი საველე ყოფის გაკომფორტულებაა პირველ რიგში იმით რომ ტელეფონის დაჯდომის პრობლემა გადავჭრათ.

მარაგშია:5 საწყობშია

აღწერა

საველე გასვლებისას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს უენერგიობა. ასეთ დროს ტელეფონის ენერგიის ყოველი პროცენტი ხდება ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ამ პირობებში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ფაუერ ბანკი, რომელიც: არის წყალგამძლე და დავარდნაგამძლე; აქვს LED ფანარი, ერთდროულად შეუძლია ორი მოწყობილობის დატენვა, თავად იტენება როგორც ძველი ანდროიდის, ასევე Type C შესაერთებლით და რაც მთავარია: აქვს მზის პანელები, რომელთა საშუალებითაც ბუნებრივ პირობებში, დღის განმავლობაში თავად იტენის თავს.
იმისთვის რომ სწრაფად დაიტენოს, მზის პანელები უნდა მივუშვიროთ მზეს. თუ საშუალება არსებობს რომ დავტენოთ არა მზის პანელით, არამედ კაბელით, მაშინ კაბელით დატენვა ჯობია, რადგან მზის პანელით ტენვა ფაუერ ბანკის სწრაფ ცვეთას იწვევს.

მოცულობით არის 20 000 მაჰი.

ერთი სიტყვით, შენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია ველზე!