საბრძოლო პირობებში უხარისხო ჯავშანჟილეტმა შეიძლება მოგკლას. ამიტომ უხარისხო განტვირთვის ჟილეტი კიდევ შეიძლება აიტანო, მაგრამ ჯავშანჟილეტს თუ ხარისხი არ აქვს ჯობია არც გქონდეს.
პირველ რიგში, ფილების მატარებელს უნდა შეეძლოს VI დონის ჯავშნის ფილის დაკავება და კარგად დაფიქსირება რომ იყოს ეფექტური როგორც ჯავშანჟილეტი. რაც არ უნდა ირბინო და იხტუნავო, ფილა არ უნდა ჩამოვარდეს. ჟილეტშიც ისე მჭიდროდ უნდა გქონდეს ფილა რომ არ იმოძრავოს. ამასთან ერთად ჟილეტს ჯავშნის ფილის ადგილზე უნდა ჰქონდეს სპეციალური საფენი, რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ მყარი ფილა პრაქტიკულად სხეულზე არ გედოს და სირბილე გქონდეს შენარჩუნებული.
ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია რომ ჰქონდეს სწრაფად ჩახსნის ფუნქცია. მაგალითისთვის: თუ მოგიწია წყალში ჩავარდნა, ჟილეტის სიმძიმე ჩაგითრევს. ამ დროს აუცილებელია რომ ერთი ხელის გაქნევით შეგეძლოს ჟილეტი გაიძრო.
ამასთან ერთად ფილების მატარებელი გაკეთებული უნდა იყოს ისე რომ ნებისმიერ ადგილზე შეგეძლოს სამჭიდეებისა თუ სხვა შენთვის საჭირო ჩანთების მიმაგრება.
ჩამოთვლილთაგან ამ ჟილეტს აქვს ყველა ფუნქცია. სამოქალაქოებს ხშირად ეშლებათ და ფიქრობენ რომ ჯავშანჟილეტის ყიდვით ტყვიისგან დაცულები არიან. ჟილეტი არის ჯავშნის ფილის მატარებელი, ხოლო ჯავშნის ფილა იყიდება ცალკე. თითოეულ ჟილეტს ჭირდება 2 ფილა – წინა ფილა და უკანა ფილა. საბოლოო ჯამში, თუ VI დონის ფილებს ჩადებთ ამ ჟილეტში (VI დონის ფილა გიცავთ ჩვენ მტრებში ყველაზე გავრცელებული – 7.62 კალიბრისგან), ამ ჟილეტის წონა იქნება დაახლოებით 9 კილოგრამი. ცარიელი ჟილეტი არის 1.4კგ.