ეს სამაჯური არის ერთდროულად სასტვენი, კომპასი, კაჟი და სპეციალური საფხეკი, რომელიც კაჟს უნდა გაკრა ცეცხლის გასაჩენად.
თუმცა ამ სამაჯურის მთავარი ღირებულება არის ის თოკი, რითიც ისაა დამზადებული. ეს არის პარაკორდის თოკი. პარაკორდის თოკი არის ძალიან ძლიერი თავის სისქესთან შედარებით. ამ თოკს შეუძლია აიტანოს დაახლოებით 500კგ დაწოლა და 200კგ-მდე სამუშაო დატვირთვა. ეს არის იგივე თოკი რაც გამოიყენება პარაშუტების კეთებისას. ეს თოკი არ გამოიყენება ცოცვისას და კლდიდან დაშვებისას, თუმცა ყოველდღიურობაში (კარვის გაშლა, ტყვეების ხელების დაბმა, გარეცხილი ტანსაცმლის გასაშრობად გაჭიმვა თუ სხვა) არის ყველაზე გამოყენებადი თოკი.