ტაქტიკურ გარემოში, დიდი ხნის მანძილზე ტყეში ყოფნისას ერთ-ერთი, რისი დეფიციტიც ყველაზე მეტად იგრძნობა არის ელემენტი და ელექტრო ენერგია. ძალიან ცუდი გრძნობაა როცა ტელეფონის გამოყენება შეგიძლია, მაგრამ გიწევს რომ წასვლის წინ სახლში დატენილს ერთი კვირა გააძლებინო.
ამ პრობლემას აგვარებს ეს ფაუერ ბანკი. ეს არის 5000mAh მოცულობის ფაუერ ბანკი, რომელსაც აქვს მზის ბატარეები და იტენება დღის სინათლეზე. ამასთან ერთად, თუ შენს ტელეფონს აქვს უკაბელო დატენვის საფორთი, მაშინ ფაუერ ბანკზე მიდება საკმარისია იმისთვის რომ ტელეფონმა დაიწყოს დატენვა – ანუ დატენვისთვის არ გჭირდება კაბელი. ეს დიდი შვებაა რადგან შეგიძლია უბრალოდ ჯიბეში გედოს ერთად ფაუერ ბანკი და ტელეფონი და გადაადგილების პარალელურად ტენიდე ისე რომ თან ნებისმიერ დროს შეგეძლოს ტელეფონის ჯიბიდან ამოღება და შემოწმება არც იმაზე ფიქრი გიწევს რომ კაბელი არ მოღუნო და არ გააფუჭო.
ფაუერ ბანკი არის წყალგამძლე. მთავარია რომ დატენვის ადგილების წყლისგან დამცავი ადგილი იჯდეს თავის ადგილზე სველ პირობებში. ასევე გაითვალისწინე, რომ უმჯობესია მზის დატენვა არ იყოს ძირითადი სატენი საშუალება. მზეზე/სიცხეზე დება ფაუერ ბანკს დროთა განმავლობაში გააფუჭებს. როცა ფაუერ ბანკის დასატენად კაბელის შეერთების საშუალება გექნება, დატენე კაბელით მზის პანელების გამოყენების მაგივრად.
ფაუერ ბანკს აქვს ერთი USB, ერთი Type B (ძველი ანდროიდის) და Type C (ახალი ანდროიდის) შესაერთებელი. კაბელი რომელიც მოყვება არის USB-Type B.
დამატებით აქვს ფანარიც. ამ ფანარს აქვს მაღალი, დაბალი და სასიგნალო განათების რეჟიმები.