ეს კარაბინი შექმნილია 7075 საავიაციო ალუმინისგან, როგორც სამთო კარაბინების უმრავლესობა. გამძლეობის შეფასება:
ზედა და ქვედა მხარეებში 25 კილო ნიუტონი (2500 კილო)
გვერდებში: 8 კილო ნიუტონი (800 კილო)
გახსნილ მდგომარეობაში: 7 კილო ნიუტონი (700 კილო)
გამოიყენება სამთო და ინდუსტრიულ საქმიანობაში. ყოველთვის შეამოწმე გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. აქვე დაგიწერთ თუ რა უნდა შემოწმდეს და როდის უნდა შეცვალო კარაბინი:
- თუ საკეტს უკვე უჭირს გაღება/დაკეტვა
- მატერიალის შეთხელების, კუთხეების დაბასრების ან რკალის გაღრმავების დროს
- დეფორმაციის ან ბზარების აღმოჩენის შემთხვევაში (ზედაპირული ნაკაწრები არ ითვლება)
- თუ კარაბინი ჩავარდება ცეცხლში ან აღმოჩნდება ზღვის წყალში მნიშვნელოვანი დროით