სასიგნალო სარკე

15.00

ეს სასიგნალო სარკე საშუალებას გაძლევს რომ მარტივად აჩვენო შენი ადგილსამყოფელი სამაშველო ძალებს ან გადასცე შეტყობინება.

მარაგშია:2 საწყობშია

აღწერა

თუ ხარ სადმე დაკარგული ან გაჭედილი და მიდის შენზე სამძებრო სამუშაოები, ან უბრალოდ სიგნალის გადაცემა გინდა ვინმესთვის – საამისოა ეს სარკე. დაიჭერ ისე როგორც ინსტრუქციაზეა ნაჩვენები, გაშლილი ხელებით, რგოლში მოაქცევ იმ საფრენ აპარატს/ადგილს რომლისთვისაც გინდა სიგნალის მიწოდება და აამოძრავებ სარკეს ზევით-ქვევით. რათქმაუნდა ამ დროს სარკეს უნდა ურტყავდეს მზის ან სხვა ძლიერი სინათლის შუქი. კარგია კონფლიქტის ზონაში დრონის ოპერატორებისთვის გამოსაყენებლადაც. როცა დრონს GPS კავშირი არ აქვს არც ერთ სატელიტთან (GPS გადამცემის დაზიანებისა თუ კავშირის ჩახშობის გამო), მის ოპერატორს მაინც შეუძლია აფრენა და სადაზვერვო დავალების შესრულება, მაგრამ მის მონაცემთა დაფაზე H (Home point) არ გამოისახება. შესაბამისად სიმაღლიდან/სიშორიდან ძალიან ძნელი ხდება იმის განსაზღვრა თუ ზუსტად საით უნდა წამოვიდეს აფრენის ადგილზე დასაბრუნებლად და ჩნდება დრონის დაკარგვის დიდი ალბათობა. ეს იაფი და მარტივი სასიგნალო სარკე ასეთ რისკსაც აზღვევს.