საძილე ჰამაკი

79.00

კარვის, საძილე ტომრის და პარალონის ტარებას ბევრად ჯობია ამ სულ რაღაც ნახევარი კილოს წონის, კომპაქტურად დაკეცილი საძილე ჰამაკის ტარება.

მარაგშია:4 საწყობშია

აღწერა

ამ საძილე ჰამაკს ბევრი უპირატესობა აქვს სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით.
კომპაქტურად დევს თავისივე ჯიბეში და თითქმის არ იკავებს ადგილს ჩანთაში. შესაძლებელია ჩანთაზე გარედან დამაგრებაც.
იშლება ორ ხეს შორის: მოყვება ორი თოკი. ორივე ჩაებმევა კარაბინზე რომელიც უშუალოდ ჰამაკს აქვს მიმაგრებული. ამრიგად კვანძის გაკეთებაც კი არ გჭირდება.
იქნები მიწიდან აწეული, ასევე გექნება მწერებისგან დამცავი ბადე შეძლებ დაძინებას ისე, რომ ვერც კოღოებმა შეგაწუხონ და ვერც ჭიებმა.
დაკეცვაც ასეთივე სწრაფი და მარტივია, მოხსნი თოკებს, დაკეცავ კარავს, ჩადებ თავისივე ჯიბეში, ჩააყოლებ თოკებსაც და მზად ხარ წასასვლელად.

ერთადერთი უარყოფითი მხარეა ის რომ გაშლილ ველზე ნაკლებად გამოსადეგარია, ორი ერთმანეთთან ახლოს მდგომი ხე მაინც გჭირდება რომ ჰამაკად გამოიყენო.