ამ ტაქტიკური ქამრის შეძენით რეალურად იღებ ორ ქამარს. შიდა ქამარი არის ჩვეულებრივი, 1000D ნეილონით დამზადებული ქამარი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო შარვალზე. ტაქტიკურ გარემოში კი ამ შიდა ქამარს იკრავ წელის ირგვლივ მას შემდეგ რაც გააძვრენ გარე ქამარში.
რაც შეეხება ჩასადებების დამაგრებას: თუ ჩასადები გათვლილია MOLLE სისტემაზე, მაშინ ის ჩასადებები შეგიძლია პირდაპირ ჩასვა გარე ქამარში. თუ რომელიმე ჯიბეს MOLLE სისტემის გათვლა არ აქვს და უბრალოდ ქამარში გასაძვრენი აქვს, მაშინ ესეთი ჯიბეები გარე ქამარში შიდა ქამრის გატარებისას უნდა აასხა შიდა ქამარზე.
არის მოქნილი და მარტივად გამოსაყენებელი ტაქტიკური ქამარი.
