ტაქტიკური სათვალის გამოყენება აუცილებელია საბრძოლო პირობებში და სასროლეთზე. სროლისას ან დაბომბვისას ხდება როგორც ნამსხვრევებისა და ნამტვრევების, ისე მიწის ჰაერში აყრა. ნებისმიერ მომენტში ნამტვრევისა თუ მიწის თვალში მოხვედრამ შეიძლება მომენტალურად გამოგვიყვანოს საბრძოლო მდგომარეობიდან და მოგვიწიოს თვალის წმენდა. ეს კი ბრძოლაში პოტენციურად ნიშნავს განსხვავებას ჩვენი, ან ჩვენი თანამებრძოლის სიკვდილსა ან სიცოცხლეს შორის. ანუ წარმოიდგინე: სროლისას ბეტონის ბოძს ეფარები. მოწინააღმდეგე არტყავს ტყვიებს ამ ბოძს, ბეტონის პატარა ნაფხვენები კი შენი მიმართულებით მოდის. ჩაგივარდება თვალში პატარა ნაფხვენი და მორჩა, აღარ ხარ ბრძოლისუნარიანი რადგან გინდა-არ გინდა თვალს იფხან.
იმისთვის რომ ტაქტიკური სათვალე იყოს ხარისხიანი, ის კარგად უნდა იჯდეს სახეზე ისე რომ სირბილისას მარტივად არ ძვრებოდეს. ამასთან ერთად მისი ლინზები არ უნდა იყოს მზის ამრეკვლი. ეს სათვალე ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მოყვება 4 სხვადასხვა ფერის ლინზაც. თუ რა დროს რომელი ფერის ლინზის გამოყენბა ჯობია, ეს შეგიძლია იხილო ერთ-ერთ სურათზე.
ამ კონკრეტულ მოდელს თითოეული თვალის ლინზა ეცლება სათითაოდ, რაც უზრუნველყოფს იმას რომ სურვილის შემთხვევაში ერთდროულად ორი სხვადასხვა ფერის ლინზის გამოყენებაც შეძლო.